1.პროექტის სახელწოდება: ”რას ვნახავდი აფხაზეთში”
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ მშობლიური ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, მისი ბუნება.
3. პროექტის აქტუალობა: ამ ინფორმაციის მოძიებით მოსწავლეებს უნვითარდებათ კვლევა-ძიების უნარები და შეძლებენ შეძენილი ცოდნის რეალიზებას და სხვებისთვის გადაცემას.
4.პროექტის მიზნები: გაიცნონ საცხოვრებელი ადგილიდან შორს არსებული კუთხეები, კონკრეტულად აფხაზეთის მხარე; მისი გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნება, კლიმატი. გაუჩნდეთ სურვილი მომავალში ამ ტერიტორიების უკეთ შესწავლისა და დათვალიერებისა. მიეჩვივნენ დამოუკიდებლად და ჯგუფებში მუშაობას.
5.მონაწილეთა ასაკი: 9-10წელი.
6. ვადების ხანგრძლივობა: 30 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები:
ა) მოიძიებენ საინტერესო მასალებს სხვადასხვა წყაროებიდან, გააკეთებენ ჩანიშვნებს,
ბ) მასწავლებლის დახმარებით გადმოაკოპირებენ ინტერნეტიდან საინტერესო ფოტომასალას.
Gგ) შეიქმნება სლაიდშოუ ფოტომასალით, იზრუნებენ მათ გაფორმებაზე.
Dდ) გააკეთებენ პრეზენტაციას პირველი საფეხურის მოსწავლეებთან, მშობლებისა და მასწავლებლების თანდასწრებით.
ე)სლაიდშოუ აიტვირთება ლემილზე, მასალები აიტვირთება ბლოგზე.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: ბიბლიოთეკაში მუშაობა, ენციკლოპედიები, სასწავლო სახელმძღვანელოები, ფოტოაპარატი, საჭირო ინტერნეტსაიტები.
9) პროექტის მსვლელობა: ა) თემის შერჩევა DA შესაბამისი შეკითხვების ჩამოყალიბება;
ბ) კლასის დაყოფა 4 ჯგუფად (მიზნობრივი გადანაწილება);
გ) პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში: (პროექტის გასაკეთებლად ჯგუფებს განსხვავებული გეგმები აქვთ);
დ) ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება (პასუხისმგებელი კონკრეტულ საქმიანობაზე; უშუალოდ შემსრულებლები; ვინ რას და როდის აკეთებს.)
ე)აქტივობების განხორციელება: (პროდუქტის მომზადება-30 დღე);
ვ)პროდუქტის პრეზენტაცია.
ზ)პროექტის შემაჯამებელი შეფასება (მოსწავლეების მიერ ანგარიშის სახით და მასწავლებლის მიერ მოსწავლეების შეფასების რუბლიკის მიხედვით).
10) კავშირშია ე ს გ- თან: ხელოვნებასთან,გეოგრაფიასთან, ქართულთან.
11) პროექტის ხელმძღვანელი: მ. ჭიჭინაძე
12) ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: madonachichinadze
13პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://madonachichinadze.blogspot.com/